დონალდ ტრამპი - BBC-ის წამყვანი თანამდებობის პირები გადადგნენ, რადგან 6 იანვრის ჩემი ძალიან კარგი გამოსვლის გაყალბებაში გამოიჭირეს

BBC-ის წამყვანი თანამდებობის პირები, მათ შორის ხელმძღვანელი ტიმ დეივი, ყველა თანამდებობიდან გადადგა/გაათავისუფლეს, რადგან გამოიჭირეს 6 იანვრის ჩემი ძალიან კარგი (სრულყოფილი!) გამოსვლის „გაყალბებაში“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„მადლობა The Telegraph-ს ამ კორუმპირებული „ჟურნალისტების“ გამოაშკარავებისთვის. ესენი არიან ძალიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების სასწორზე დადგომა სცადეს. ყველაფერთან ერთად, ისინი უცხო ქვეყნიდან არიან, რომელსაც ბევრი ჩვენს ნომერ პირველ მოკავშირედ მიიჩნევს. რა საშინელებაა დემოკრატიისთვის!“- აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.

The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო