კახა კალაძე ოპოზიციაზე - ბრალდება რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა - ეს ადამიანები დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს

ბრალდება რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ეს ადამიანები დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს - არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ახალი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს სამართლებრივი დევნა, არ აქვს ინფორმაცია.

„ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებამ. დამატებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს ადამიანები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიპოვოთ და თუნდაც ის მტკიცებულებები, რომელიც იქნა გაჟღერებული.

როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, ხარ პოლიტიკაში, პირველ რიგში, უნდა ატარებდე შენი ქვეყნის ინტერესს, უნდა იცავდე შენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე