თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პოლიტიკური პატიმარი

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ შიგნით პანიკაა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „სისხლის სამართლის ბრალის სროლას“ მიმართავს ყველა მიმართულებით, რადგან „ივანიშვილი ეჭვიანობს თავისიანებზე“.

ჩერგოლეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როგორც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ისევე, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პოლიტიკური პატიმარი.

„ქართული ოცნების“ რიგებში არის პანიკა. დღეს რეალურად, ოპოზიციის წევრებს ნაკლებად ეშინიათ დაჭერის, რადგან მიჩვეულები არიან, 13 წელია იჭერენ, ვიდრე „ქართული ოცნების“ ყურმოჭრილი მონებს.

ჩათვალეთ, რომ სისტემას სეფსისი აქვს. ახლა ხდება სისხლის სამართლის ბრალის სროლა ყველა მიმართულებით, რადგან ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანობს თავისიანებზე, ჭამს თავის ნაშიერებს. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი გარიგება და შერიგება გახარიას არ გამოუვა, რადგან ივანიშვილს გახარია არ ანაღვლებს.

სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ისევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პოლიტიკური პატიმარი. არც ერთის და არც მეორის დაკავების მოტივი დანაშაულის მოტივი არ ყოფილა, ორივე შემთხვევაში იყო პოლიტიკური “,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ასევე, პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გიორგი გახარია პოლიტიკურად დასრულებულია, ხოლო მისი პარტია მხოლოდ ფორმალურად აგრძელებს არსებობას.

ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ „გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა არა ხედვის ან პრინციპების გამო, არამედ იმიტომ, რომ პარტიის წევრებს პოლიტიკური თავშესაფარი სჭირდებოდათ“.

„გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა იმიტომ, რომ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. პროტესტის არ დაიჯერე, ბელადი გაექცათ, ეს ხალხი აქ უპატრონოდ დარჩა და რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ. არანაირი ბიძინასთან გარიგება არ არსებობს, არსებობს ის, რომ გახარიას აკიდებული ჰყავდა „აპარატჩიკები“, რომლებიც უნდა დაებინავებინა მას შემდეგ, რაც გაიქცა და ვერ დაინახა ეს პროტესტი სად შეიძლება წავიდეს. გახარია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, დასრულებულია. მისი პარტიაც დასრულებულია. შეიძლება გახარიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, ოღონდ ბაჩიაშვილისგან განსხვავებით გერმანიიდან ვერ გაიტაცებენ. გახარიას შემთხვევაში ბიძინას გაუჭირდება გერმანიიდან ვინმემ გადმოსცეს. გახარია უსაფრთხოდ იქნება იქ, სადაც არის. მისი პარტია ინერციით გააგრძელებს არსებობას პარლამენტში და „ოცნების“ დასაცინი იქნება. სისტემურ ოპოზიციადაც ვერ ჩამოყალიბდება, ამის შესაძლებლობასაც არ მისცემს ბიძინა“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილი, აცხადებს, რომ დემოკრატიული ძალების მთავარი გამოწვევა მხოლოდ მმართველი პარტია არ არის - პრობლემა თავად ოპოზიციურ ბანაკშიც არსებობს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, დემოკრატიული მოძრაობის რიგებში ხშირად არიან ისეთი ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ავტოკრატიულად აზროვნებენ და ცდილობენ, თავად აკონტროლონ დემოკრატიული პროცესები. მისივე თქმით, სწორედ ასეთი მიდგომები აფერხებს რეალური დემოკრატიული ერთობის ჩამოყალიბებას ოპოზიციურ რიგებში.

„დემოკრატიული ძალების პრობლემა მხოლოდ რეჟიმი არ არის. ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ რიგებში დემოკრატიული ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავტოკრატები, რომლებიც თვლიან, რომ თვითონ უნდა დაგვიკვეთონ მუსიკა. როდესაც ჩვენ აქციას ვმართავთ, თავზე ანკესებით უნდა გვიფრიალონ მათი ბელადის ხატები. ავტოკრატია ჩვენგანაც გასატანია. ჩვენი ინტერესია დემოკრატიული ძალები გავაერთიანოთ“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე