მარკო რუბიო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ შეკითხვაზე - აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შეიძლება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თვალსაზრისით აშშ-მა თავისი პოტენციალი ამოწურა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ „აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შეიძლება“.

„ჩვენ მათ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს სანქციები დავუწესეთ. ყველა ზუსტად ამას ითხოვდა“, - განაცხადა რუბიომ.

ასევე, შეკითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს მშვიდობის მიღწევა, რუბიომ უპასუხა, რომ „ამის განსაზღვრა მხოლოდ მოქმედებებით შეიძლება“.

„მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის დაკავება სურთ. მსგავსი მოთხოვნა კი უკრაინული მხარისთვის მიუღებელია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო