პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიმდინარე პროცესი პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„საქართველოს პროკურატურა, სამწუხაროდ არ გამოირჩევა აზრის მკაფიოდ ფორმულირების დიდი უნარით, ამიტომ ბრალის დადგენილებიდან ნაკლებად ირკვევა, თუ რა არის რეალურად საბაბი და მოარგებენ მოგვიანებით რასაც მოუნდება იმას. განხორციელებულია ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის, ჯგუფის წევრებად დასახელებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური ტყვეები არ იცნობენ და პროკურატურა ვერავითარ საშუალებას ვერ გამოიყენებს, რომ კავშირი დაადასტუროს. ჯერჯერობით არ ვიცით პროკურატურის მტკიცებულებათა სია.

ბრალის დადგენილებაში ტყუილებიც არის მოცემული, მაგალითად წერია, რომ პაატა ბურჭულაძე შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შსს-ს თანამშრომლებს. პაატა ბურჭულაძის აქციაზე ყოფნის უწყვეტი ვიდეო კადრები არსებობს, პირდაპირ ეთერში გადაცემული, სადაც ჩანს, რომ არავითარ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამ ნაწილს ვუყურებთ არა როგორც მართლმსაჯულების პროცესს, სადაც რაიმეს შინაარსი გააჩნია, არამედ პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელ ნაწილს. სამწუხაროდ, შინაარსობრივი კამათისა, ზოგადი შეფასებების გაკეთება გვიწევს.

ძალადობის ნაწილი წინა ბრალშიც იყო, თუმცა პროკურატურის ვერსია შეცვლილია.

ბრალის დადგენილებაში, რომელიც მე გადმომეცა წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, შესაძლოა ოდესღაც აქციაზე ერთად იმყოფებოდნენ.

ბრალში წერია, რომ მოუწოდებდნენ და ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რომელიც დანაშაული ფორმალურად არ არის, თუმცა ეს „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად ჩათვალა",- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში