რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმას წინ უძღოდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადება, რაც გამოწვეული იყო რუსული MiG-31K გამანადგურებლების აფრენით.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა