ვიტალი კლიჩკო - კიევზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა

რუსების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იუწყება.

„წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქში სამი ადამიანი დაიღუპა. ვაახლებთ ინფორმაციას, რადგან მაშველები ამჟამად ვერ ახერხებენ ცხედრების ამოყვანას“, - აღნიშნა მერმა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, 7 და 10 წლის.

კიევის საქალაქო პროკურატურამ სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების მიერ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის დესნიანსკის, დნეპროვსკის, სვიატოშინსკის, პოდოლსკის, სოლომენსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში 27 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!