გიგი წერეთელი - წლების განმავლობაში რომ ამხელა თანხების მითვისებაზე იყო ლაპარაკი, ყველამ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, იცოდნენ, რა მექანიზმებიც არსებობდა

რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს სამაგალითო დასჯა და კორუფციასთან ბრძოლა, კამპანიურია თუ არა, ამან გამოავლინა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში რომ ამხელა თანხების მითვისებაზე იყო ლაპარაკი, ყველამ იცოდა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს სამაგალითო დასჯა და კორუფციასთან ბრძოლა, კამპანიურია თუ არა, ამან გამოავლინა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასეულ მილიონებზეა ლაპარაკი, გაფლანგვაზე, მითვისებაზე და ა.შ. და ესეც არის ბერკეტი. წლების განმავლობაში რომ ამხელა თანხების მითვისებაზე იყო ლაპარაკი, ყველამ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, იცოდნენ, რა მექანიზმებიც არსებობდა, ასეულ მილიონიანი ტენდერებიდან რა მიდიოდა და რა მოდიოდა, ვის რა მიჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზღვრები გადავიდა და მითუმეტეს, როცა შიდა დაძაბულობაა, რომ ციხე შიგნიდან არ გატყდეს პრინციპით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს შედუღაბება, კონსოლიდაცია და ხიფათი, რომ ფულიანი, გასული, ვინც მოღალატედ ჩაითვალა ან გამსვლელი, რომელსაც უნდა, რომ გაერიდოს ამ ძალიან მძიმე სიტუაციას, რომელიც შესაძლებელია, რაღაც სანქციებით დასრულდეს ან სხვა მძიმე გადაწყვეტილებებით, ამის პრევენცია რომ მოხდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამასთან, მან ისაუბრა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენაზე და კითხვაზე, მიწვდება თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ქართული ოცნება“ გერმანიაში იმ არასასურველი დაძაბულობის ფონზე, რომელიც ხელისუფლებას გერმანიის ელჩთან შეექმნა, წერეთელმა უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ექსტრადირებაზე უარს ეტყვის საქართველოს, ეს შეიძლება კიდევ ერთი ახალი ანტი-დასავლური კამპანიის კომპონენტი გახდეს.

„შეიძლება ის ფაქტიც გახდეს დაძაბულობის ახალი, დამატებითი კომპონენტი, რომ თუ მის ექსტრადიციას ითხოვენ და ამით მიმართავენ გერმანიის სამართალდამცავ სისტემას, თუ იქიდან უარი იქნება, ეს შეიძლება კიდევ ერთი ანტიდასავლური კამპანიის გამაძლიერებელი ეფექტი იყოს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, შიდა მოხმარებისთვის ხდება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაიძლიეროს ბერკეტები, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი რიგები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე