აქტივისტ თამარ გიორგაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ აქტივისტ თამარ გიორგაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

პროცესი მოსამართლე ნინო ენუქიძემ მხარეთა პაექრობის ეტაპზე გადადო.

აღნიშნული საქმის განხილვა გასულ სხდომაზეც გადაიდო, რადგან მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გიორგაძის მიერ გზის გადაკეტვის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულების წარმოდგენა დაავალა, თუმცა, ის არც დღევანდელ პროცესზე ჰქონდათ წარმოდგენილი. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მათ მედიაში გავრცელებული მასალა მოიძიეს, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და ის მხოლოდ პოლიციელების მისვლის შემდეგ გაიხსნა.

დღევანდელ სხდომაზე პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. მისივე თქმით, თამარ გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა და გადმოდიოდა.

პოლიციელის თქმით, გიორგაძე გზის სავალ ნაწილს მოწოდების შემდეგ ტოვებდა, შემდეგ ისევ ბრუნდებოდა.

ადვოკატის კითხვაზე, გზაზე გადმოსვლისას რატომ არ დააკავეს ის, სამართალდამცავმა უპასუხა, რომ მან დაინახა, როგორ იდგა გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე და შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. ერთ-ერთი მათგანის ჩვენებით, მას დარჩა განცდა, რომ პოლიციელებმა წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა დაეკავებინათ, რადგან კონკრეტული პირების მისამართით ხელს იშვერდნენ.

ცნობისთვის, თამარ გიორგაძეს, 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში