მაკა ბოჭორიშვილი - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ამას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს რა თქმა უნდა, ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ის განხილვები, რაც მიმდინარეობს ბრიუსელში, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს და ერთ-ერთი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია დემოკრატიული არჩევნების დასაცავად, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უცხოური გავლენებისგან დაცვისთვის.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ და ექნებათ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, არანაირად არ იზღუდება მოქალაქეთა საარჩევნო უფლება. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოურ გავლენებზე, როდესაც ვსაუბრობთ გააზრებულ გადაწყვეტილებაზე, რთულია ამ დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებში სრულად გყავდეს საზღვარგარეთ შენი მოქალაქეები ინფორმირებული, თუ რასთან გვაქვს საქმე და რას ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.

არავინ იზღუდება ამ ინიციატივით. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებზე, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ სასურველ საარჩევნო სუბიექტს, და ხმის მიცემის პროცედურა განახორციელონ საქართველოში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა არის საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა და მისი მიზანი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.

„ასეთი წესები არსებობს ბევრგან. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს ამგვარ მიდგომას. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ქვეყნის და მისი უსაფრთხოების საჭიროებებიდან, მათ შორის დემოკრატიის დაცვის საჭიროებებიდან”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში