ორბელიანის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა - მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ორმხრივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სომხეთის პრეზიდენტს, ვიზიტის პირველ დღეს, მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს.

მას შემდეგ, რაც ვაჰაგნ ხაჩატურიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის გამართული შეხვედრა დასრულდება, ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს, ხვალ, 20 ნოემბერს დაასრულებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა