ეკა ბესელია - თუ ამ დაშვებას გააკეთებს კანონი და ადვოკატები დარჩებიან ტელეფონებისა და ტექნიკური საშუალებების გარეშე სასამართლო დარბაზში, დიახ, არ უნდა შევიდნენ სხდომებზე

ძალიან ცუდი და სახიფათო ცვლილებაა, ვაპირებ, რომ ამ საკითხზე ადვოკატებსაც მოვუწოდო, რომ თუ ამ დაშვებას გააკეთებს კანონი და გაავრცელებს ამ აკრძალვას ადვოკატების მიმართ, რომ ისინი დარჩნენ ტელეფონებისა და ტექნიკური საშუალებების გარეშე სასამართლო დარბაზში, დიახ, არ უნდა შევიდნენ ადვოკატები სასამართლო სხდომებზე, ვიდრე არ მოხდება ამ ინკვიზიციური და უფლებების შემლახავი კანონის უკან წაღება, - ამის შესახებ იურისტმა, „მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

ბესელიას თქმით, ადვოკატებს შეუძლიათ ძალიან ძლიერი ზეგავლენა მოახდინონ იმ სახიფათო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომებზე ტელეფონების შეტანა იზღუდება.

„მე მახსოვს ის პერიოდი, სასამართლოზე რომ შევდიოდი წინა რეჟიმის დროს და ტელეფონებს გარეთ ვტოვებდით. მძიმედ მახსოვს ეს პროცესი და ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2013 წელს, როდესაც ჩვენ შევცვალეთ ეს აკრძალვა, გავაუქმეთ და მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც სასამართლო დარბაზი გავხსენით და ამავე დროს, ასეთი დისკრიმინაციული აკრძალვები გავაუქმეთ. ამიტომ ჩემთვის ეს ასმაგად უფრო მტკივნეული თემაა და ძალიან კატეგორიული ვიქნები და მინდა ყველა ადვოკატს ვუთხრა, რომ უნდა იაქტიურონ. 10 ათასზე მეტი წევრი ჰყავს ადვოკატთა ასოციაციას, რომელსაც ახლა ჰქონდა 20 წლის საიუბილეო თარიღი და ეს თარიღი არ არის ციფრები, ეს არის ისტორია და ასეთი მასშტაბური პროფესიული გაერთიანება სხვა არ არის ქვეყანაში. ეს ძალიან დიდი ძალაა, ამიტომ ადვოკატებს შეუძლიათ ძალიან ძლიერი ზეგავლენა მოახდინონ ამ მანკიერ და ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაზე.

ვითარება საკმაოდ რთულია. მგონია, რომ დასრულდა ამ საშინელი კანონების მიღება და ყოველდღე ვხედავ, როგორ უარესდება კანონმდებლობა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე