ფრიდრიხ მერცი - უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს, შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის მთავრობასთან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, როგორც ჩვენ მათ ტექნიკურად ვუწოდებთ, პროექტების განსახორციელებლად. უკრაინის არმია იარაღის ასეთი სისტემებით აღიჭურვება“, - აღნიშნა მერცმა.

ამასთან, მას რაკეტების რაოდენობის ან მათი მიწოდების ვადების შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.

„შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გარკვეული ბუნდოვანება აუცილებელია, განსაკუთრებით რუსული მხარისთვის, ამ სფეროში ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბებთან დაკავშირებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინული არმია აღვჭურვოთ შესაბამისი მოქმედების დიაპაზონის მქონე შეიარაღების სისტემებით. ეს გაგრძელდება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი შეიარაღების სისტემების უკრაინაში წარმოებამდეც კი“, - განაცხადა მერცმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა