ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს და ოდესას შეუტიეს - დაიღუპა 5 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სახლები, მაღაზია და ბაზარი.

ფედოროვის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებულ პუნქტებზე 387 დარტყმა განახორციელეს. რუსეთის არმიამ ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეზე, მაგდალინოვკაზე, ლუკიანივსკეზე, ჰულიაიპოლესა და ტერნოვატიზე.

ამასთან, მისი თქმით, რუსებმა 171 საარტილერიო დარტყმა განახორციელეს სტეფნოგორსკზე, პრიმორსკოეში, სტეპნოეზე, ჰულიაიპოლზე, ნოვოანდრიევკაზე, ნოვოდანილოვკაზე, მალაია ტოკმაჩკაზე, ჩარივნეზე, იაბლოჩნოეზე და ვარვაროვკაზე.

რუსებმა წუხელ ოდესასაც შეუტია. საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ქალაქს დრონებით დაესხნენ თავს და აქტიური საჰაერო თავდაცვის ოპერაციების მიუხედავად, დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის ქონება.

კიპერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები