მარკო რუბიო - „სამშვიდობო წინადადების“ ავტორია აშშ - 28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა

„სამშვიდობო წინადადების“ ავტორია ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ის [„სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა კონგრესმენებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ „ეს „სამშვიდობო წინადადება“ აშშ-მა მიიღო და შემდეგ უკრაინას გადასცა“.

„მან მკაფიოდ განმარტა, რომ ჩვენ წინადადება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს გადასცეს. ეს ჩვენი რეკომენდაცია არ არის, ეს ჩვენი გეგმა არ არის“, - აღნიშნა რაუნდსმა.

სენატორი ანგუს კინგის თქმით, „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის „ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.

„28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, - განაცხადა კინგმა.

სენატორების განცხადებას სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ტომი პიგოტი გამოეხმაურა და მას „სიცრუე“ უწოდა.

„ეს აშკარა სიცრუეა. სახელმწიფო მდივანი და მთლიანად ადმინისტრაცია ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამ გეგმის ავტორია აშშ როგორც რუსების, ასევე უკრაინელების წინადადებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო