ვახტანგ კაპანაძე - მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ - საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია

მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას, როგორც ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს განიხილავენ, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა აშშ-ის ჩართულობით უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო შეთანხმებაზე” საუბრისას.

როგორც გენერალ-მაიორი განმარტავს, იმ პირობებში თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდება და უკრაინა აშშ-ის მხრიდან დახმარების ნაწილს დაკარგავს, უკრაინას გაუჭირდება, თუმცა არ იქნება დაღუპვის ტოლფასი, რადგან მსგავსი შესაძლებლობები ევროპულ ქვეყნებსაც გააჩნიათ.

„ევროპას, განსაკუთრებით საფრანგეთს გააჩნია სადაზვერვო შესაძლებლობები, ბრიტანეთსაც. რა თქმა უნდა ეს იქნება უფრო ცუდი მოცემულობა უკრაინისთვის, მაგრამ არ იქნება დაღუპვის ტოლფასი. მნიშვნელოვანია განცხადება, რაც ევროპამ გააკეთა, რომ ჩვენ განვიხილავთ უკრაინას, როგორც ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს. უკრაინა არის თუ არა ნატო-ში მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინის ჩართვა ხდება ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიულ სისტემაში, საერთო თავდაცვის სისტემაში ხდება უკრაინის ჩართვა. დრონების კედელი, რომელიც უნდა გაკეთდეს ევროპის დასაცავად, უკრაინიდან დაიწყება და უკრაინა განახორციელებს. არ იქნება ეს [აშშ-დან დახმარების შეწყვეტა] მარტივი უკრაინისთვის, მაგრამ ამით უკრაინა არ ჩამოიქცევა, მაგრამ შეიძლება ძალიან მარტივად ჩამოიქცეს ამის შედეგად ტრამპის ხელისუფლება, მმართველობა, პრეზიდენტობა. ბოლო გამოკითხვებით, ამერიკის მოსახლეობის 85 პროცენტი პუტინს თვლის ცუდ ადამიანად, ამ პირობებში პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც ფეხის დაცდენას იყენებენ, არ მგონია, რომ ტრამპისთვის ეს ნაბიჯი იყოს მომგებიანი“ , - აცხადებს კაპანაძე.

რაც შეეხება რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი უკრაინაში, კაპანაძე ფიქრობს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ომი არსებულ ტემპებში გააგრძელოს, თუმცა მისი რესურსები შეზღუდულია.

„ამ ტემპით რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ომი, არ გაჩნია დანაკარგის მიმართ სენსიტიურობა. უშვებს და უშვებს მოსახლეობას ომში. მას შეუძლია ამ ტემპით წვალებით გააგრძელოს დაპირისპირება, არსებული მასშტაბით, ხარჯებით, თუმცა საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრებას დასავლეთთან ცივი ომის პერიოდში. რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია, რუსეთის ტერიტორიაზე ხდება დარტყმები, ეს არ მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ. ტექნოლოგიურად რომ რუსეთი ვერ შეედრება ევროპას, ორი აზრი არ არსებობს“, - აცხადებს კაპანაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები