მიხეილ სააკაშვილი - სანაკოევის ადმინისტრაცია იყო უტყუარი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ეთნიკურ კონფლიქტთან, არამედ გარე აგრესორთან, ამიტომ, ლეგიტიმური ადმინისტრაცია 100%-ით რუსების მითითებით გაუქმდა

ის, რასაც ახლა დიქტატურა აკეთებს, მხოლოდ ჟურნალია, მას ბევრად უფრო საშინელი გეგმები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ ის, რაც რუსებმა მაშინ ვერ გააკეთეს, ახლა ივანიშვილმა დაასრულა.

„ბევრმა არ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ესკალაცია დაიწყო იმით, რომ ოკუპანტებმა თვის დასაწყისში სცადეს დიმიტრი სანაკოევის აფეთქება ქურთისკენ მიმავალ, ცხინვალის შემოვლით გზაზე. მაშინ სანაკოევი ბრონირებულმა ავტომობილმა გადაარჩინა, დაცვის რამდენიმე თანამშრომელი კი დაიჭრა.

ეს აჩვენებს, თუ როგორ აღიზიანებდა მტერს ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ადმინისტრაცია, სანაკოევის ხელმძღვანელობით.

ის, რაც რუსებმა მაშინ ვერ გააკეთეს, ახლა ივანიშვილმა დაასრულა. ეს ადმინისტრაცია იქნა ცხინვალის რეგიონის ათობით ათასი მცხოვრებლის მიერ არჩეული და ის იყო ცხინვალის რეგიონიდან დევნილების იურიდიული ბმა თავის საცხოვრებელ ადგილთან.

სანაკოევის ადმინისტრაცია ასევე იყო უტყუარი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ეთნიკურ კონფლიქტთან, არამედ გარე აგრესორთან, ამიტომ, ლეგიტიმური ადმინისტრაცია 100%-ით რუსების მითითებით გაუქმდა.

ჩემი დასკვნა არის შემდეგი - ის, რასაც ახლა დიქტატურა აკეთებს, მხოლოდ ჟურნალია, მას ბევრად უფრო საშინელი გეგმები აქვს“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!