თბილისში დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას.

20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.

როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნული განცხადება მათ, სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!