ხატია დეკანოიძე - ამ ერთ წელში ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს - მნიშვნელოვანია, ხვალინდელი აქციით ვაჩვენოთ რეჟიმს და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, რომ არსად წავსულვართ, ჩვენ აქ ვართ

ზუსტად ერთი წელი გავიდა საკონსტიტუციო გადატრიალებიდან და ამ ერთ წელს ასე დავარქმევდი: ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას, ქართველ ხალხს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან საქმეებს ვერ „დაულაგებს“, რადგან მისივე თქმით, ივანიშვილი ყველასთვის მიუღებელი და არასანდო პარტნიორია.

„ყალბი პათოსით ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ მაინც არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან. მაინც არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს საქმე და ძალაუფლების მონოპოლიზაცია ბოლომდე მოახდინა. კი, აკონტროლებს პოლიციას, კორუფციული სქემები აქვს, მაგრამ ამოცანები, რაც ირაკლი კობახიძებიძინა ივანიშვილმა დაუსახა, იყო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. ანუ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს ეუბნება: „მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. კობახიძე ამას ვერ დაალაგებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ყველასათვის არის მიუღებელი და არასანდო პარტნიორი.

ზუსტად ერთი წელი გავიდა საკონსტიტუციო გადატრიალებიდან და მე ამ ერთ წელს ასე დავარქმევდი - ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას, ქართველ ხალხს. რომ ამბობენ, მშვიდობა გვინდაო, სად არის მშვიდობა, რომელ სამშვიდობო ინიციატივებში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“, რომელ სამშვიდობო ინიციატივაში მიიღეს მონაწილეობა? ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობენ, ეს Eagle Hills-ის პროექტია, რომლითაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის გათეთრებული ფულის შემოტანა უნდათ, ისეთი ისტერიკით ლაპარაკობენ ამაზე. კედლებს ენარცხებიან, ოღონდ ეს პროექტი განხორციელდეს, ჰაერს ყიდიან უკვე და ჯერ ვერ გავიგეთ, რა ინვესტიციებით ჩამოდის ეს კომპანია.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხვალინდელი აქციით ვაჩვენოთ რეჟიმს და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, რომ არსად არ წავსულვართ, ჩვენ აქ ვართ და სანამ ერთი ადამიანი მაინც აპროტესტებს ამ ყველაფერს, საქართველო იქნება იქ, სადაც არის რეზისტენცია აუცილებელი რეჟიმთან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე