ფრიდრიხ მერცი - უკრაინას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ძლიერი არმია დასჭირდება

რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება და თუ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება, უკრაინას კვლავ დასჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები პარტნიორებისგან“, - განაცხადა მერცმა ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია კარგად აღჭურვილი უკრაინული არმიაა.

„სწორედ ამიტომ ვმსჯელობთ უკრაინის არმიის სამომავლო სამიზნე ზომაზეც“, - განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, უკრაინა არ უნდა აიძულონ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს და რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საწყისი წერტილი ფრონტის ხაზი უნდა იყოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო