ირაკლი ფავლენიშვილი - ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება, მათ შორის 28 ნოემბრის აქციას არ უერთდება

რა თქმა უნდა, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქცია, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე დღემდე იმართება, არის უპრეცედენტო, „ჩანს, რომ ხალხი მაინც არ გატყდა“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთი წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართველი ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და მთელ მსოფლიოსაც, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე, ბოლომდე და ბოლომდე ნიშნავს გამარჯვებამდე პროტესტს. ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო, მათ შორის რეპრესიები, რომელიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე. ხალხი მაინც არ გატყდა, მაინც აგრძელებს პროტესტს და რუსთაველის გამზირზე, ყოველ დღე, ათასობით ადამიანი იკრიბება. რა თქმა უნდა, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქვეყანაში არ გაირკვევა, ცივილიზაციურად ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ვართ დასავლეთი და მათ შორის, გაირკვევა, ჩვენ გვსურს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუ ავტორიტარული სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ, აქაც გაირკვევა, რომ დემოკრატიაში გვინდა ცხოვრება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ფავლენიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელთანაც, მისივე შეფასებით, ერთიანობა არ გამოვა.

„ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება, მათ შორის 28 ნოემბრის აქციას არ უერთდება. ასეთ ადამიანებთან რა ერთობაზე უნდა იყოს საუბარი, რა თქმა უნდა,ეს წარმოუდგენელია. თუმცა, ის ძალები, რომლებიც რჩებიან წინააღმდეგობაში, გინდა თუ არა ჩვენ გვაქვს ერთი მდგომარეობა როცა ვართ წინააღმდეგობაში, ვაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, ასეთ დროს კოორდინაციას და ერთად დგომას ალტერნატივა არ გააჩნია, თორემ რაღაც ერთ ბრძოლაში გაწევრიანებას ისედაც აზრი არ აქვს, სანამ საარჩევნო პროცესი არ არის ქვეყანაში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე