შსს-მ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა აღნიშნული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 1988 წელს დაბადებული პ.კ.-ს ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ პ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები 24 საათის განმავლობაში, განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ მიმართ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!