პროკურორის განცხადებით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს შენობაში შეღწევის შემდეგ, სამუშაო სივრცეში მოასხა, ადვილად აალებადია

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ელისაშვილი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხევდით მოქმედებდა.

პროკურორის თქმით, ელისაშვილის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, ელისაშვილის მიზანი მოქალაქეების დაშინება იყო.

„მისთვის კანონი დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს, მან სცადა სასამართლოს შენობა გადაეწვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის წინასწარ შემუშავებული გეგმით, სასამართლოს უკანა ეზოდან შემოვიდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ელისაშვილმა გამოიყენა, ადვილად აალებადია. პროკურორის თქმით, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ცდილობდა და მანდატურების მიმართულებით მუქარას ახორციელებდა, რასაც ელისაშვილის რეპლიკა „ტყუილია“ მოჰყვა.

გარდა ამისა, პროკურორი შუამდგომლობაში ამახვილებდა ყურადღებას, რომ დაკავებულმა შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. ბერძენიშვილის თქმით, სატელევიზიო სივრცეში გაცხადდა, რომ ელისაშვილს გული წყდებოდა, მისი გეგმის შესასრულებლად რამდენიმე წამი დააკლდა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მოტივაციაა ამ ქმედების ჩადენა. პროკურორის თქმით, ელისაშვილი ძალადობრივ ქმედებაშია შემჩნეული და ამაზე ბრალიც აქვს წარდგენილი, შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ მოწმეებზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს, არსებობს.

პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განმარტებით, ტერორიზმის ბრალდება არაპროპორციულია.

რეხვიაშვილის თქმითვე, ელისაშვილს მოსახლეობის დაშინება არ ჰქონია მიზნად, პირიქით, შაბათი დღე და არასამუშაო საათები განზრახ აირჩია, რაც ადამიანების დაზიანების თავიდან აცილების საფუძველი იყო.

ადვოკატი ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში