დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიწვია, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„ლიდერებმა ხაზი გაუსვეს „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა და ღაზის სექტორის დემილიტარიზაციის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ისრაელს სირიასთან დიალოგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა სირიასთან ძლიერი დიალოგი შეინარჩუნოს და არაფერი მოხდეს, რაც ხელს შეუშლის სირიის წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო