კაია კალასი აშშ-ზე - ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ - ევროპა საკუთარ ძალას სათანადოდ ვერ აფასებს, რუსეთის წინაშე უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ

აშშ ჯერ კიდევ ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა.

კაია კალასის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ევროპული ინსტიტუტების შესახებ „ბევრი კრიტიკაა, თუმცა ნაწილი სიმართლეს წარმოადგენს“.

„ვფიქრობ, სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის ერთ აზრს არ ვიზიარებთ, მაგრამ საერთო პრინციპი ჯერ კიდევ ძალაში რჩება. ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს.

„ევროპა საკუთარ ძალას სათანადოდ ვერ აფასებს. მაგალითად, რუსეთის წინაშე ჩვენ უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში