ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსტემ უმეროვისა და ანდრეი გნატოვისგან ველი ინფორმაციას იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში მიემგზავრებიან, სადაც ისინი პრეზიდენტს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში.

„უკრაინის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ არსებითი მოლაპარაკებები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ამჟამად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ევროპაში მიემგზავრებიან. მათგან დეტალურ ინფორმაციას ველი ყველაფრის შესახებ, რაც ამერიკის წარმომადგენლებს მოსკოვში უთხრეს, იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან ჩვენთან და „რუსებთან“ მოლაპარაკებებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 6 დეკემბერს სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა და ეს ოყო კონსტრუქციული, თუმცა რთული საუბარი.

„ამერიკის წარმომადგენლები იცნობენ უკრაინის ფუნდამენტურ პოზიციებს და ეს იყო კონსტრუქციული, თუმცა რთული საუბარი. ვაგრძელებთ მუშაობას. ზოგიერთი საკითხის განხილვა მხოლოდ პირადად შეიძლება: უმეროვი და გნატოვი მომახსენებენ, ასევე ვესაუბრები ევროპელ ლიდერებს - დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ლონდონსა და ბრიუსელში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან განიხილავს პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინის მდგრადობის მხარდაჭერას, თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტებს.

„უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვას, უკრაინის გრძელვადიან დაფინანსებას. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში ასევე განვიხილავთ საერთო ხედვას და საერთო პოზიციებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 4, 5 და 6 დეკემბერს უმეროვმა და გნატოვმა მაიამიში შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება