ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი

მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას. დაფინანსებასთან დაკავშირებული ჩვენი წინადადებები განსახილველად არის წარდგენილი, მიზანია ძლიერი უკრაინა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპების მიმართ ურყევი და ერთგული რჩება.

უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ. უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტები განიხილეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე.

„ეს პრიორიტეტები ჩვენი მოლაპარაკებების ცენტრში იყო ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ევროპა გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე