ირაკლი შაიშმელაშვილი - მოსამართლემ უარი განაცხადა სასამართლოზე ჩემს დასწრებაზე: „ძებნილია და ამიტომ არ ჩავრთავთო”, მეც ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი ან რის გამო მასამართლებენ?! „რუსულ ოცნებას“ მინდა ვუთხრა: შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ!

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი მისი დისტანციურად დაკითხვის მოთხოვნაზე მოსამართლის უარს ეხმაურება.

შაიშმელაშვილის განცხადებით, მას მოსამართლემ დისტანციურად დაკითხვაზე უარი უთხრა იმ არგუმენტის გამო, რომ „ძებნილია“. როგორც შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საკითხავი ის არის, თუ რატომ არის ძებნილი და რის გამო ასამართლებენ.

„მოსამართლემ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩემს დასწრებაზე, არგუმენტით: “ძებნილია და ამიტომ არ ჩავრთავთო”. მეც მხოლოდ ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი, ან რის გამო მასამართლებენ?! „რუსულ ოცნებას“ მინდა ვუთხრა: შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ“, - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება ორი ბრალდებული:ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე. შაიშმელაშვილი ძებნაშია და შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება დაუსწრებლად მიმდინარეობს. პროცესზე ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი დისტანციურად დაკითხულიყო, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ შაიშმელაშვილი ძებნაშია.

“ის იძებნება სამართალდამცავების მიერ, ეს გამორიცხავს მის ჩართვას. მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნდეს და ამის შემდეგ შეეძლება [სასამართლო პროცესში მონაწილეობა]”, - განაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა