4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის პროკურორი ადვოკატებს - ჯებირი დაზიანებული იყო და შესადუღებლად იყვნენ, თუ სამართლებრივად რას ბრძანებთ?

[ჯებირი] დაზიანებული იყო და [ეს ადამიანები] შესადუღებლად იყვნენ, თუ სამართლებრივად რას ბრძანებთ? - ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ დაკავებულების ადვოკატებს, რომლებმაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულების გამოკვლევისას, მიუთითეს, რომ ათონელის სასახლის ჯებირთან „ხამუთი ჩამოვარდა“.

„ხამუთი ჩამოვარდა, დაინახეთ?"- იკითხეს ადვოკატებმა დიმიტრი ვარდიაშვილმა და ჯანო ჭკადუამ და პროკურორს „ტვ პირველის“ ეთერიდან ამოღებული ვიდეომასალის რამდენიმე წამით, იმ ადგილზე დაპაუზება სთხოვეს, სადაც ჩანს, ათონელის სასახლის ჯებირის წაქცევა და ეზოში შესვლა.

„რამე გამოგვრჩა და ჩავრთოთ?" - იკითხა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რაზეც ადვოკატებმა დადებითი პასუხი გასცეს. მოსამართლის თქმით, თუკი მათ რამე გამორჩათ, სასამართლოს არ გაეპარება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურატურას 7 საათიანი ვიდეომასალა აქვს წარმოდგენილი. ის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერიდან ამოღებული მასალაა. ვიდეო თავისუფლების მოედანზე პოლიტიკოსების, მათ შორის, მურთაზ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის გამოსვლით იწყება და ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენებით გრძელდება.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის