რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაშავდა 26 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 26 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

რუსებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს. თავდასხმების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო დაწესებულება.

ზაპოროჟიეს ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გრძელდება.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება