ჯეი დი ვენსი - რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ტერიტორიული კონტროლი - ტერიტორიული დათმობა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან შეფერხებას წარმოადგენს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო და რომ მიღწეული გარღვევა არის ის, რომ ყველა საკითხი ახლა ღიად განიხილება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელებისა და რუსებისგან ვნახეთ რეალური გაგება იმისა, თუ რა არის შეუთანხმებელი და რა - შეთანხმების საგანი“, - განაცხადა ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის კონტროლი.

„ვფიქრობ, რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ტერიტორიული კონტროლი. უკრაინელები, გასაგები მიზეზების გამო, ამას უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, [მიუხედავად იმისა, რომ] პირად საუბრებში აღიარებენ, რომ საბოლოოდ, ისინი, სავარაუდოდ, დონეცკს დაკარგავენ - მაგრამ, იცით, საბოლოოდ: ეს შეიძლება 12 თვეში გავიდეს, შეიძლება ამაზე მეტხანს. ასე რომ, ტერიტორიული დათმობა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან შეფერხებას წარმოადგენს - უნდა ვთქვა, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია მიაღწევენ თუ არა მშვიდობიან გადაწყვეტას.

„შევეცდებით ამ საკითხის მოგვარებას. გავაგრძელებთ მოლაპარაკებების მცდელობას. ვფიქრობ, პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ დღეს აქ ჯდომისას დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ მშვიდობიან გადაწყვეტამდე მივაღწევთ. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ მივაღწევთ, მაგრამ დიდი შანსია, რომ ვერა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა