ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა - კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა

დამატებითი ღონისძიების გარეშე შესაძლებელია, იმის საფუძველიც კი ყოფილიყო, რომ მოგვეთხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა , - ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ გახდა საჭირო პასპორტისა და პირადობის ჩამორთმევისა და პროკურორის ნებართვის გარეშე საზღვრის კვეთის დაკისრება.

პროკურორის განცხადებით, დამატებითი სასჯელის დაკისრებით მოხდა რისკების კომპენსირება და ამ ღონისძიებების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა.

“აღკვეთის ღონისძიებად მოვითხოვეთ გირაო თავისი არგუმენტებით და დასაბუთებებით, მითითებით ახალი დანაშაულის ჩადენაზე და ასევე, მითითებით მიმალვაზე.

რაც შეეხება იმას, რატომ დამატებითი ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ დამატებითი ღონისძიების, კომპენსირების გარეშე შესაძლებელია იმის საფუძველიც კი ყოფილიყო, რომ მოგვეთხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, როგორიც არის პატიმრობა. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის ჩაბარება და ასევე პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვა, სრულ აკრძალვაზე არაა საუბარი, ამ ღონისძიებამ დააკომპენსირა საფრთხეები იმ კუთხით, რომ გირაოს შეფარდების შესაძლებლობა ყოფილიყო და არა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების. გირაოს პირობებში და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა”, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინა, რაც "საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას" გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე