ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება და „პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა“

ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანდოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ შეწყალების გეგმებთან დაკავშირებილ კითხვაზე აღნიშნა, აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. მინდა გავიხსენო, რომ 2023 წელს, როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ისიც მალევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. მომდევნო წელს იყო ასევე, მასშტაბური ძალადობა და იქ სულ ექვსი პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი, თუ სწორად მახსოვს 12 შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა და მას ჰქონდა ძალიან უარყოფითი ეფექტი. ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, შეიძლება ცეცხლი წაუკიდო პარლამენტის შენობას, შეიძლება, ცეცხლი წაუკიდო პოლიციელებს, შეიძლება, ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისჯები. შეიძლება სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები. პირველ შემთხვევაში ეს იყო ერთი ადამიანი, შემდეგ ექვსი ადამიანი და ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის, ანუ პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება თუ მკვლელობა იქნება, თუ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში