ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებული იქნება

აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიების დეტალები აღწერა, რომელზეც უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები მუშაობენ.

„უსაფრთხოების გარანტიები: უკრაინულ-ამერიკული, უკრაინულ-ევროპული და უკრაინული. პირველი - უკრაინის შეიარაღებული ძალების 800 000 კაციანი არმია, რომელსაც დაფინანსება სჭირდება. დაფინანსებისთვის პარტნიორებისგან დამატებითი მხარდაჭერაა აუცილებელი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, მეორე კომპონენტი ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.

„ეს ყველას ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებისა და ბაზრების თვალსაზრისით ესმის. თუმცა, არის სამხედრო კომპონენტი, მათ შორის, SAFE და სხვა პროგრამები“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების მესამე კომპონენტი „მსურველთა კოალიციაა“.

„ეს არის ძალები, რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოება ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში უნდა უზრუნველყონ. კოალიციაში 30 ქვეყანა შევა“, - აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიებს ცალკე გამოყოფს.

„უსაფრთხოების ძირითადი გარანტიები, რომელიც იურიდიულად სავალდებულო იქნება, რომელსაც კენჭს აშშ-ის კონგრესი უყრის და კონგრესის მიერ მხარდაჭერილი იქნება. სწორედ აქ არის ფუნდამენტური განსხვავება ბუდაპეშტის მემორანდუმთან, მინსკის ან სხვა შეთანხმებებთან. ჩვენ ამ გარანტიების ხანგრძლივობას განვიხილავთ. ასევე, შეკავების პაკეტიც არსებობს იმის შესახებ, თუ რით მოხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს