ტატა ხვედელიანი - იგორ კოჩიევის განცხადება სოფელ ჩორჩანას მიმართ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობას ადასტურებს, ქართული მხარე კი აღნიშნულ ფაქტს მალავს

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ტატა ხვედელიანის შეფასებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, იგორ კოჩიევის განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობას ადასტურებს.

როგორც ხვედელიანი აცხადებს, „მიუხედავად საკითხის უკიდურესი სერიოზულობისა, ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მალავს“.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში (IPRM) გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა სიტყვასიტყვით განაცხადა, რომ მათთვის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიიდან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს და სიხარულით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, რაც გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნით გამოიხატება.

ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც ისინი მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს.

მიუხედავად საკითხის უკიდურესი სერიოზულობისა, ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მალავს. მოლაპარაკებაში ჩართული ჩვენი წარმომადგენლები საზოგადოებას უმალავენ, რომ მოლაპარაკებები ჩირჩანას საგუშაგოს გაუქმებას ეხება და ინფორმაციას ოსური /უცხოური მედია წყაროებიდან ვიგებთ.

გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა სერიოზულ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს. ამაზე კი აუცილებლად მოუწევს ყველა დამნაშავეს პასუხისგება“,- აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ