კახა კალაძე - არასწორია ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები უბნებს გადატვირთავს - კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ჩვენ ამას რა უნდა დავუპირისპიროთ?

ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ვფიქრობ, არასწორია. დიდ დიღომში ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ერთ-ერთი განვითარებადი უბანია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, დიდ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობები ხელს ხომ არ შეუშლის ტრამვაის ხაზის დაანონსებული პროექტის განხორციელებას.

კალაძის თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაიონები ისე განვითარდეს, რომ მცხოვრებლებს არ მოუხდეთ გასვლა - ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ადგილზე“.

„ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ვფიქრობ, არასწორია. დიდ დიღომში ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ერთ-ერთი განვითარებადი უბანია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაიონები ისე განვითარდეს, რომ მცხოვრებლებს არ მოუხდეთ გასვლა - ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ადგილზე: სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული სახლები, სამსახური და ა.შ. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს ვერ იქნება შესრულებული, რადგან სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენი სრულად შესაძლებელია. თბილისის გენგეგმის ჯგუფისგან სწორედ ეს მითითებაა, რომ ყველა რაიონი ისე განვითარდეს, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდა ყველა შესაძლებლობა. ტრამვაი მოგვცემს საშუალებას, რომ გავაადვილოთ გადაადგილება, შესვლა-გამოსვლა დიდი დიღმიდან. საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება. როგორც იცით, პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებიან, რაც აღმაშენებლის ხეივანში გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, 2012 წელს, თბილისში, დაახლოებით, 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კი ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი -დაახლოებით, 860 ათასი ავტომობილი დაფიქსირდა.

„კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ მას? იმას ხომ ვერ გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, სამშენებლო სამუშაოები და ავკრძალოთ კორპუსების მშენებლობა? ეს წარმოუდგენელია და არასწორი, თუნდაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის სექტორი ეკონომიკური განვითარების კომპონენტში ერთ-ერთი მოწინავე მიმართულებაა, დაახლოებით, 30%-მდე უჭირავს, საიდანაც 12% მოდის თბილისზე, ხოლო საბინაო მიმართულებით, დაახლოებით, 7%, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, რათა მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში