არჩილ გორდულაძე - კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ - მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. „ნაცები“ რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის რეაქციაზე მეტად, საინტერესოა ის, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები "ნაცკლასტერის აქტივისტები არიან“ და "დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს".

ასევე, გორდულაძე აღნიშნავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 195-ე მუხლი გააუქმა, რაც მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვაზე სასჯელს ითვალისწინებდა.

„ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის:

კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით ორი ძალიან საინტერესო ამბავი:

დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები "ნაცკლასტერის" ჩვეულებრივი აქტივისტები არიან და დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს.

. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ გაუქმდა 195-ე მუხლი - რომელიც ასე გამოიყურებოდა:

მუხლი 195. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა

მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის დაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გამოდევნის ან ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, —

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის, —

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ან ასეთი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.

ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები იმის ნაცვლად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრაზე ეზრუნათ, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არა, მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი პიარდაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ! ზუსტად ამიტომ არის, რომ ხაბეიშვილი ერთადერთი აგენტია, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბოლომდე გაშიფრა და მამუკა მდინარაძემ დაიჭირა! რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელზეც ზუსტად აგენტობის გამო ფიქრობდა, რომ შერჩებოდა!..

დასკვნები საზოგადოებისთვის მიმინდვია!.." - წერს არჩილ გორდულაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები