ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, დავით სიმონიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს არაერთი ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული. ორმხრივი თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული პროფესიის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო