პაატა ბურჭულაძის შვილი 4 ოქტომბრის აქციაზე - ირაკლი კობახიძე ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, მისი ნათქვამი, რომ მათ „დიდ სიურპრიზს“ დაახვედრებდა

ირაკლი კობახიძე ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, მისი ნათქვამი, რომ მათ „დიდ სიურპრიზს“ დაახვედრებდა,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერის, მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლება, საკუთარი ნარატივით საუბრობს და არ აწყობს, რომ ორგანიზატორებმა ისაუბრონ, „ამიტომ არ აქვთ კომუნიკაციის შესაძლებლობა“.

„4 ოქტომბრის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ გაგვაჩნია [პაატა ბურჭულაძესთან], ოჯახის არცერთ წევრს, მათ შორის, არც ბავშვებს. სრულიად გაუგებარია, რა პრობლემა შეიძლება არსებობდეს 5-6 წლის ბავშვთან სატელეფონო კომუნიკაციის, ვიზიტზე საუბარი არ არის. ახსნა-განმარტება არ არსებობს - რა საშიშროება შეიძლება არსებობდეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციითა და ელემენტარული ინფორმაციის გაცვლით. ამას ვაკავშირებ იმასთან, რომ მათ არ აწყობთ ორგანიზატორებმა ისაუბრონ. 4 ოქტომბერზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება საუბრობს, მხოლოდ იმ ნარატივით, რომელიც მათ აწყობს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გამოკითხვას, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ის გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, რომ გამოვიდა და თქვა, რომ მათ „დიდ სიურპრიზს" დაახვედრებდა. ეს როგორ არ არის გამოსაკვლევი, როდესაც ეს რეალურად ვნახეთ",- განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში