Fox News - ქართველები, რომლებიც მამაცად უძლებენ დაბალ ტემპერატურასა და ხელისუფლების მიერ ძალადობაში ბრალდებებს, ირანში მებრძოლ დემონსტრანტებს უყურებენ და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ ბრძოლას ხედავენ

საქართველოში მასობრივი პროტესტები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრო-რუსულმა „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევები შეაჩერა. ამის შესახებ Fox News-ის მიერ საქართველოს შესახებ სტატიაშია ნათქვამი.

„ყოველ დღე, ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ მამაცად უძლებენ დაბალ ტემპერატურებსა და ხელისუფლების მიერ ძალადობაში ბრალდებებს, ირანში დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს უყურებენ და კორუმპირებული და არაპოპულარული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ ბრძოლას ხედავენ,” - ნათქვამია სტატიაში.

Fox News-ს საქართველოს შესახებ სტატიაში ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის კომენტარები მოყავს.

„როდესაც თბილისში დემონსტრაციებზე დადიხარ ყოველ დღე, ხალხი მხოლოდ ირანზე საუბრობს. ამაზე გაცხადრებული დებატები აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას და როგორ არის ოპტიმიზმი ქუჩებში მოვლენების გამო, დაპირისპირების მიუხედავად.

ირანში მიმდინარე მოვლენები ძალიან ადამიანურად იწვევს რეზონანსს: თუ ხალხს შეუძლია გაცილებით უფრო დესპოტიურ და ძალადობრივ რეჟიმს დაუპირისპირდეს, ეს აძლიერებს რწმენას, რომ საქართველოში წინააღმდეგობა ამაო არ არის,” - განაცხადა ხიდაშელმა.

Fox News ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მასობრივი პროტესტები მას შემდეგ დაიწყო, რაც „პრო-რუსულმა “ქართული ოცნების” პარტიამ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევები შეაჩერა”.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში