დონალდ ტრამპი - გრენლანდიის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა

გრენლანდიის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„დავოსში, შვეიცარიაში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრებს დავთანხმდი. როგორც ყველას მკაფიოდ განვუცხადე, გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. უკან დახევა შეუძლებელია და ამას ყველა ეთანხმება!“ - წერს ტრამპი.

მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა“.

„აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი პირველი ვადის დროს ჩვენი შეიარაღებული ძალების აღდგენაა, რაც ახლა კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით გრძელდება. ჩვენ ერთადერთი ძალა ვართ, რომელსაც მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლია და ეს საკმაოდ მარტივად, ძალის მეშვეობით კეთდება!“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს