დიმიტრი პესკოვი - ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთის მონაწილეობის შესახებ საუბარი ნაადრევია

ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთის მონაწილეობის შესახებ საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოსკოვს „მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი შეკითხვა აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელებისგან პასუხებს მივიღებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, პესკოვმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ის ამერიკული დელეგაციის ზოგიერთ წევრთან შეხვედრას გეგმავს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს