Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია

ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ფორუმის ფარგლებში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება თუ არა.

„თუ აშშ-ის მხრიდან მზადყოფნა იქნება, მაშინ უკრაინა მზად არის, რომ უსაფრთხოების გარანტიების ან კეთილდღეობის შესახებ დოკუმენტები გააფორმოს“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს