მიხეილ სარჯველაძე - სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა, პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას

სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა, პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის , - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს.

„შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის. დღეს გაიმართა კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება შევქმნათ პოტენციალი იმისთვის, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია