სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დავოსში კირილ დმიტრიევს შეხვდნენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივენ უიტკოფთან და პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დავოსში მოლაპარაკებები გამართა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დმიტრიევის შეფასებით, შეხვედრები კონსტრუქციულად მიმდინარეობს და სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს „რუსეთის პოზიციის სისწორეს“.

ამასთან, უიტკოფმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიური იყო.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს