Gates Foundation სესიაზე ნინო ენუქიძე დავოსში სიტყვით გამოვიდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის (DAVOS 2026) ფარგლებში BTU-ს რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ პანელისტის სტატუსით მონაწილეობა მიიღო სესიაში სახელწოდებით Intelligence for Inclusion: Transforming Women’s Health through AI.

სესია ჩატარდა Alliance for Global Good – Gender Equity and Equality-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც Gates Foundation-ის მხარდაჭერით გაიმართა. ალიანსის მიზანია ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და იმ წარმატებული მოდელების გავრცელება, რომლებიც ქალთა ჯანმრთელობას, განათლებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს გლობალურად აძლიერებს.

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი გლობალურ ჯანდაცვას ცვლის. სწორედ ამიტომ სესიაზე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქალთა ჯანმრთელობის შედეგების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, მკურნალობაზე წვდომის გაზრდის, ადრეული დიაგნოზის დასმის, დედათა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფრო ძლიერი სისტემების და ქალთა ჯანმრთელობის კვლევაში მონაცემთა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ასევე, დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მმართველობის, კონფიდენციალურობისა და ეთიკური ჩარჩოების აუცილებლობის განხილვას, რათა ციფრულმა ტრანსფორმაციამ აღმოფხვრას არსებული გენდერული უთანასწორობები. სესიის პანელისტები იყვნენ:

  • Smriti Irani — Founder and Chairperson, Alliance for Global Good – Gender Equity and Equality;
  • John Giusti — Chief Regulatory Officer / President, GSMA Mobile for Development Foundation (UK);
  • Christopher Elias — President, Global Development, Gates Foundation;
  • Nishma Gosrani OBE — Partner, Bain & Company (UK);
  • Nino Enukidze, PhD — Rector, Business and Technology University (Georgia)

2026 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19–23 იანვარს იმართება.

5 დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები მთავრობებიდან, ბიზნესსექტორიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და აკადემიური წრეებიდან დავოსში გლობალური პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია