ბენიამინ ნეთანიაჰუმ „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწვევა, „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას.

თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს