რუსებმა დნეპროპეტროვსკს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა ორი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები

რუსული ძალების მიერ 21 იანვრის ღამეს დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებული შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა სინელნიკოვსკის რაიონზე. დაზიანდა ვასილკივსკას და როზდორსკის თემები. დაიღუპნენ 77 წლის მამაკაცი და 72 წლის ქალი“, - აღნიშნა ოლექსანდრ განჟამ.

მისი ინფორმაციით, სინელნიკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი კერძო სახლი დაზიანდა.

ასევე, ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა 9 კერძო სახლი და 5 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი