გიორგი პაპავას განცხადებით, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში თოვლისა და ყინულისგან სრულად გაიწმინდება ყველა მონაკვეთი.
„თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გიორგი პაპავას განცხადებით, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში თოვლისა და ყინულისგან სრულად გაიწმინდება ყველა მონაკვეთი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წაქცეულმა ხეებმა სადენები დააზიანა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„ამ ეტაპზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება, საუბარია თოვლისა და ყინულისგან გაწმენდაზე. უამრავი ხე არის დაზიანებული, რომელმაც სადენები დააზიანა, გარე განათების მიმართულებით ჩართულები ვართ 24 -საათიან რეჟიმში. ასევე, ფეხით გადასასვლელები, ხიდები, საპარკინგე სივრცეები, ყველა მიმართულებით საგანგებო რეჟიმში ვართ. მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა მიმართულება აღდგება. „თბილსერვისის“ ნაწილში ყველგან არის წესრიგი. არის ერთეული ლოკაციები, სადაც სარეზერვო მიმართულებით გვაქვს ელექტროენერგია მიწოდებული. შესაბამისად, ყველგან არის უსაფრთხო გადაადგილება. ყველაზე რთული უბნები არის შემოერთებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, კიკეთი, ბეთანია“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.