„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება - უამრავი ხე არის დაზიანებული, რომელმაც სადენები დააზიანა

გიორგი პაპავას განცხადებით, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში თოვლისა და ყინულისგან სრულად გაიწმინდება ყველა მონაკვეთი.

„თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გიორგი პაპავას განცხადებით, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში თოვლისა და ყინულისგან სრულად გაიწმინდება ყველა მონაკვეთი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წაქცეულმა ხეებმა სადენები დააზიანა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„ამ ეტაპზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება, საუბარია თოვლისა და ყინულისგან გაწმენდაზე. უამრავი ხე არის დაზიანებული, რომელმაც სადენები დააზიანა, გარე განათების მიმართულებით ჩართულები ვართ 24 -საათიან რეჟიმში. ასევე, ფეხით გადასასვლელები, ხიდები, საპარკინგე სივრცეები, ყველა მიმართულებით საგანგებო რეჟიმში ვართ. მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა მიმართულება აღდგება. „თბილსერვისის“ ნაწილში ყველგან არის წესრიგი. არის ერთეული ლოკაციები, სადაც სარეზერვო მიმართულებით გვაქვს ელექტროენერგია მიწოდებული. შესაბამისად, ყველგან არის უსაფრთხო გადაადგილება. ყველაზე რთული უბნები არის შემოერთებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, კიკეთი, ბეთანია“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია